ახალი ამბებიდა სხვა საინტერესო საეკლესიო თემები
აღდგომა
ჩ
ვენ ვუგალობთ ქრისტეს აღდგომას და იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება გამოვაცხადეთ: სადაა, ჯოჯოხეთო, საწერტელი შენი, სადაა, სიკვდილო, ძლევაი შენი? ამავე დროს საკუთარი თვალით ვხედავთ და გვესმის საშინელი ამბები, რომ სიკვდილი ჯერ კიდევ დაძრწის თავისი ცელით ჩვენს გარშემო, ვიგებთ, რომ იხოცებიან ჩვენი ახლობლები, ახალგაზრდები და ძვირფასი ადამიანები. მაშ, რატომ არ აღესრულება ეს სასიხარულო ცნობა სიცოცხლის გამარჯვების შესახებ?სიკვდილი სხვადასხვაგვარია: არსებობს სხეულის სიკვდილი, მაგრამ უფრო საშინელი სიკვდილიც არის - ესაა საბოლოო, სამარადისო, გადაულახავი განშორება ღმერთთან
ვრცლად..მკვდრეთით აღდგინება მართლისა ლაზარესი
ე
ბრაული სახელი "ლაზარე" ქართულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს.მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა წმინდა მამათა განმარტებით, პირველი წყალობა უფლისაგან ღირსი ლაზარეს მიმართ ის გახლდათ, რომ მას იესო ქრისტე თავის მეგობრად მიიჩნევდა. მაშინ კი, როდესაც უფალმა იხილა ლაზარეს გარდაცვალების გამო გულშეძრული მისი დის მარიამის ცრემლები, თავადაც ატირდა. ~იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა: სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე. მაშინ აცრემლდა იესო~ . (იოანე, 11.3.11)
ვრცლად..ორი სიტყვა მარხვის შესახებ
დ
ღეს ოფიციალურად დაიწყო დიდი მარხვა.მარხვა ძველ ქართულად ,,შენახვას” ნიშნავს. ძველი აღთქმის დროიდანადამიანებს მიეცათ ცოდნა იმის შესახებ, რომ დაეცვათ გარკვეული კანონები, რომელიც გაააქტიურებდა მათ შემეცნებას. იესო ქრისტემ 40 დღიანი მარხვით დაიწყო მოღვაწეობა.იგი გვასწავლის მარხვის წესს: (იხილეთ მათეს სახარება 6:16;17,18.) ყოველიადამიანის სხეული უნიკალურად არის შექმნილი, ასე რომ, ერთი წესი და კანონი ყველას ერთნაირად არ მიუდგება. ზოგადად კი,ჯარმრთელმა ადამიანმა უმჯობესია სცადოს (პირადი გმირობის სადარი) სრული მარხვა. როგორც, ვთქვათ, მუზეუმია დახურული ექსპოზიციის განახლებისთვის, ადამიანმა დახუროს უხილავი კარი და სცადოს თავის შენახვა გასართობებისგან, ცხოველური წარმოშობის საკვებისგან და ცოლ-ქმრული ურთიერთობებისგან.
ვრცლად..კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო
კ
აბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო.როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.
ვრცლად..

























