მომხ. სახელი:

პაროლი:

დაკარგეთ პაროლი? / დახმარება

2011 წლის ძირითადი კალენდრული მაჩვენებლები

ქვეყნის დასაბამიდან

  • XV მოქცევის 71-ე ინდიქტიონი.
  • ქრონიკონი - 167.
  • საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან (326 წ.) - 1685 წ.
  • საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებიდან (468 წ.) - 1543 წ.
  • წელიწადი მცხრალია და შეიცავს 365 დღეს.

საეკლესიო დღესასწაულები

  • ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი - 11 (24) აპრილი*

ათორმეტთაგან მოძრავი დღესასწაულები

  1. ბზობა - იესუ ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში - 4 (17) აპრილი

  2. ამაღლება იესუ ქრისტესი - 20 მაისი (2 ივნისი)

  3. სულთმოფენობა - სულიწმიდის გარდამოსვლა - 30 მაისი (12 ივნისი).

ათორმეტთაგან უძრავი დღესასწაულები

  1. განცხადება - იესუ ქრისტეს ნათლისღება - 6 (19) იანვარი

  2. მირქმა - იესუ ქრისტეს მიგებება - 2 (15) თებერვალი

  3. ხარება - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარება - 25 მარტი (7 აპრილი)

  4. ფერისცვალება - იესუ ქრისტეს ფერისცვალება - 6 (19) აგვისტო

  5. მარიამობა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინება - 15 (28) აგვისტო

  6. ღმრთისმშობლობა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობა - 8 (21) სექტემბერი

  7. ჯვართამაღლება - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფე¬ლისა ჯვრისა - 14 (27) სექტემბერი

  8. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება - 21 ნოემბერი (4 დეკემბერი)

  9. ქრისტეშობა - ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი - 25 დეკემბერი (7 იანვარი).

დიდი საეკლესიო დღესასწაულები

  1. ხორცითა წინადაცვეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, ხსენება წმ. ბასილი დიდისა - 1 (14) იანვარიწმ. დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთ განმანათ¬ლებელისა - 14 (27) იანვარი და 19 მაისი (1 ივნისი)

  2. წმ. ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველ¬წოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა - 29 აპრილი (12 მაისი) და 30 ნოემბერი (13 დეკემბერი)

  3. იოანე ნათლისმცემლის შობა - 24 ივნისი (7 ივლისი)

  4. თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი - 29 ივნისი (12 ივლისი)

  5. სვეტიცხოვლობა (12 მოციქულის ხსენება) 30 ივნისი (13 ივლისი)

  6. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა - 29 აგვისტო (11 სექტემბერი)

  7. მცხეთობა - სვეტიცხოვლობა (დღესასწაული საუფლოისა კვართისა და მირონმდინარისა სუეტისა) - 1 (14) ოქტომბერი

გარდამავალი საეკლესიო დღესასწაულები

  1. ღირ. შიო მღვიმელისა - ყველიერის ხუთშაბათი - 18 თებერვალი (3 მარტი)

  2. დიდმოწ. თეოდორე ტირონისა - დიდი მარხვის I შაბათი - 27 თებერვალი (12 მარტი).

  3. მართლმადიდებლობის ზეიმი - დიდი მარხვის I კვირიაკე - 28 თებერვალი (13 მარტი).

  4. ღირ. გრიგოლ პალამასი - დიდი მარხვის II კვირიაკე - 7 (20) მარტი

  5. ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე - დიდი მარხვის III კვირიაკე - 14 (27 მარტი)

  6. ღირ. იოანე სინელისა - დიდი მარხვის IV კვირიაკე - 21 მარტი (3 აპრილი)

  7. ღირ. მარიამ მეგვიპტელისა - დიდი მარხვის V კვირიაკე - 28 მარტი (10 აპრილი)

  8. მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება - ბზობის წინა შაბათი - 3 (16) აპრილი

  9. მენელსაცხებლე დედათა და კეთილმორწმუნე მეფე თამარისა - აღდგომიდან III კვირიაკე - 25 აპრილი (8 მაისი)

  10. მართალი ტაბითასი - აღდგომიდან IV კვირიაკე - 2 (15) მაისი

  11. ღირ. დოდო გარეჯელისა - ამაღლების შემდეგი ოთხშაბათი - 26 მაისი (8 ივნისი)

  12. ღირ. დავით გარეჯელისა - ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი - 27 მაისი (9 ივნისი)

  13. მცხეთის ჯვრის დღესასწაული - სულთმოფენობის შემდეგი ოთხშაბათი - 2 (15) ივნისი

  14. ყოველთა წმიდათა - სულთმოფენობის შემდეგი კვირიაკე - 6 (19) ივნისი

კათოლიკე მარხვები

  1. დიდი მარხვა - 22 თებერვლიდან - (7 მარტიდან) - 10 (23) აპრილის ჩათვლით.

  2. მოციქულთა (პეტრე-პავლობის) მარხვა - 7 (20) ივნისიდან - 28 ივნისის (11 ივლისის) ჩათვლით (22 დღე).

  3. მიძინების (მარიამობის) მარხვა - 1 (14) აგვისტოდან - 14 (27) აგვისტოს ჩათვლით.

  4. ქრისტეს შობის მარხვა - 15 (28) ნოემბრიდან - 24 დეკემბრის (2012 წლის 6 იანვრის) ჩათვლით.

ერთდღიანი მარხვები

  1. ყოველი შვიდეულის ოთხშაბათ-პარასკევი (გარდა ხსნილისა)

  2. ნათლისღების წინა დღე - 5 (18) იანვარი

  3. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე - 29 აგვ. (11 სექ.)

  4. ჯვრის ამაღლების დღე - 14 (27) სექტემბერი

ხსნილი მსგეფსები

  1. შობიდან ნათლისღებამდე - 25 დეკემბრიდან (7 იანვრიდან) - 4 (17) იანვრის ჩათვლით.

  2. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული - 1 (14) თებერვლიდან - 6 (19) თებერვლის ჩათვლით

  3. ყველიერის შვიდეული - 14 (27) თებერვლიდან - 20 თებერვლის (5 მარტის) ჩათვლით (ხორცის გარეშე).

  4. ბრწყინვალე შვიდეული - 11 (24) აპრილიდან - 17 (30) აპრილის ჩათვლით.

  5. სულთმოფენობის შვიდეული - 30 მაისიდან (24 ივნისიდან) - 5 (18) ივნისის ჩათვლით.

მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეები

  1. ხორციელის შაბათი - 13 (26) თებერვალი.

  2. დიდი მარხვის მე-2 შაბათი - 6 (19) მარტი.

  3. დიდი მარხვის მე-3 შაბათი - 13 (26) მარტი.

  4. დიდი მარხვის მე-4 შაბათი - 20 მარტი (2 აპრილი).

  5. თომას კვირიაკის სამშაბათი - 20 აპრილი (3 მაისი).

  6. სულთმოფენობის წინა, სულის შაბათი - 29 მაისი (11 ივნ.).

  7. დიმიტრის შაბათი - 23 ოქტომბერი (5 ნოემბერი).

საეკლესიო სამახსოვრო დღეები

  • 25 მარტი - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917 წ.)
  • 25 დეკემბერი - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინტრონიზაციის დღე (1977 წ.).
  • 2 აგვისტო - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ანგელოზის დღე.
  • 4 იანვარი - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადების დღე (1933 წ.).

სამოქალაქო უქმეები

  • 1-2 იანვარი - ახალი წელი
  • 7 იანვარი - შობა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
  • 19 იანვარი - ნათლისღება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესოქრისტესი
  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
  • საქართველოს თავისულფლებისა და ერთიანობისათვის დაღუპულთა მოხსენიების დღე
  • ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული და მისი წინა პარასკევი
  • აღდგომის მომდევნო ორშაბათი - მიცვალებულთა მოხსენიების დღე
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - წმიდა მოციქულის-ანდრია პირველწოდებულის ხსენებისდღე
  • 26 მაისი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაღდგენის დღე
  • 28 აგვისტო - მარიამობა, მიძინება ყოვლადწმ. ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, სიონობა
  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა, მცხეთობა
  • 23 ნოემბერი - გიორგობა