მომხ. სახელი:

პაროლი:

დაკარგეთ პაროლი? / დახმარება

სასწავლო პროგრამა

ქართული საკვირაო სკოლის მიზანი

ავშვების მიერ ქართული ენის, წერა-კითხვის სრულყოფილი დაუფლება, საქართველოს ისტორიის, ისტორიული პირებისა და ქართული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა.

ამასთან, ბავშვებს წარმოდგენა შეექმნებათ ქართული ხელოვნების დარგებზე, მათ საუკეთესო წარმომადგენლებზე და სხვადასხვა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებზე.

სასწავლო პროგრამა

პროგრამა ეფუძნება თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. გათვალისწინებული იქნება ბავშვის ქართული ენის ცოდნის დონე და მისი ასაკობრივი თავისებურებები. თითოეული მეცადინეობა იქნება ინტეგრირებული და ინტერაქტიული. უფრო კონკრეტულად:

1. ქართული ანბანი – ასოების გაცნობა, მათი სხვადასხვა მეთოდით შესწავლა;

2. ქართული წერა – მართლწერისა და ნატიფი მოტორიკის განვითარება (ინდივიუალური მიდგომა ასაკის გათვალისწინებით);

3. ქართული ლიტერატურა – პედაგოგის მიერ მცირე მოცულობის ნაწარმოების წაკითხვა, შინაარსის გარჩევა, კითხვა-პასუხი, მსჯელობა და სიტყვათა მარაგის გამდიდრება;

4. ჯგუფური მუშაობა/მეტყველების განვითარება – ერთი კონკრეტული თემის გარშემო საუბარი, მსჯელობა, ან სხვადასხვა სცენარების გათამაშება და მათ შესახებ საუბარი, მსჯელობა და ა.შ.

5. ქართული ხელოვნება – ქართული ხელოვნების დარგების და მათი ცნობილი წარმომადგენლების შემოქმედების გაცნობა. ამა თუ იმ დარგში ქართულ თავისებურებებზე, დეტალებზე ყურადღების გამახვილება. საუბარი იქნება ქართულ სახვით, კინო და თეატრალურ სკოლაზე. გამოყენებული იქნება აუდიო, ვიდეო და ბეჭდვითი მასალა. თეორიული ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად ბავშვებს საშუალება ექნებათ ხატვით, ძერწვით და სხვა საშუალებებით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება და ემოცია მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

6. საქართველოს ისტორია და გეოგრაფია – ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებზე, სხვადასხვა ისტორიულ პირებზე და მათ ღვაწლზე საუბრები. საქართველოს ადგილმდებარეობის, მისი კუთხეების თავისებურებების გაცნობა რუქის, სხვადასხვა ფოტო-ალბომების და წიგნების გამოყენებით;

7. ქართული წეს-ჩვეულებები - ხალხური სიმღერების და ცეკვების გაცნობა სხვადასხვა აუდიო-ვიდეო მასალის გამოყენებით.

2 კომენტარი

  • ვებგვერდი
    მაისი 17, 2011 3:35 ამ 3 წლის წინ
    ლუკა

    უკაცრავად,მაგრამ საიდუმლოდ ხომ არ გაქვთ სკოლის მისამართი,არსად რომ არ ცერია?

    პასუხი
    +0/-0(0)+0%/-0%
    • ვებგვერდი
      მაისი 19, 2011 10:12 პმ 3 წლის წინ
      მრევლი (ავტორი)

      სკოლის მისამართი და ეკლესიის მისამართი ერთია, მისამართი საკონტაქტო გვერდზეც არის მითითებული…

      პასუხი
      +0/-0(0)+0%/-0%

კომენტარები

სახელი: (სავალდებულოა)

ელ. ფოსტა: (სავალდებულოა)

ვებგვერდი: (არასავალდებულოა)

კომენტარი: (სავალდებულოა)