0

ფარისევლები და პატრიაქი

მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ვირიცელი

მერიკაში 300 000-მდე რელიგიური ორგანიზაციაა ოფიციალურად რეგისტრირებული. მათ შორის სატანისტური ეკლესიებიც გვხვდება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალული საინტოლოგიის ტოტალიტარული სექტაც და მორმონების უმდირესი რელიგიური ორგანიზაციაც, რომელიც სხვათაშორის ამერიკის კანონმდებლობით აკრძალული პოლიგამიის პროპაგანდას და პრაქტიკას ეწევა.

გარდა ამისა ამერიკაში თავისუფლად მოქმედებენ აშკარად რასისტული, ფაშისტური ორგანიზაციები და თეთრი რასის უპირატესობის მქადაგებელი სკინჰედების ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფებები. ამერიკის შეერთებულ შტატებში წიგნის ნებისმიერ მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ადოლფ ჰიტლერის „მაინ კამფის“ სქელტანიანი გამოცემა და ამის გამო, თვქენ არავინ მიგცემთ პასუხისგებაში, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში გარანტირებულია სიტყვის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნის თავისუფლება. აქ საკუთარი შეხედულებების გამოთქმისთვის არავის იჭერენ. რა თქმა უნდა, ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ექსტრემისტული იდეოლოგიის მატარებელი სექტების და პოლიტიკური ორგანიზაციების იდეები, მაგრამ მათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება გააჩნიათ.

უფრო მეტიც, ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერაქტების ადგილზე დაგეგმილია უზარმაზარი ისლამური ცენტრის მშენებლობა. ამერიკაში გარანტირებულია სინდისის თავისუფლება. ეს არის დასავლური ლიბერალიზმის და რელიგიური ტოლერანტობის კლასიკური მაგალითი. სამწუხაროდ საქართველოში ლიბერალიზმი და ტოლერანტობა უკუღმა ესმით. საქართველო არის ევროპის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რელიგიური უმცირესობის ლიდერი საკუთარი შეხედულებების გამო ციხეში იხდიდა სასჯელს. ბასილ მკალავიშვილის სექტის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები და მათი სალოცავი სახლის ხელყოფა უპრეცენდენტო მოვლენაა თანამედროვე ევროპის ისტორიაში. საქართველოს ხელისუფლება ამ ბოლო დროს კიდევ უფრო შორს წავიდა და ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველის პირით გვამცნო, რომ თურმე მართმადიდებელ მშობელთა კავშირი ერთადერთი ფუნდამენტალისტური ორგანიზაცია ყოფილა, რომელიც რელიგიურ შეუწყნარებლობას ქადაგებს საქართველოში და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში თავისუფლად დაპარპაშებდნენ ვაჰაბიტური შეიარაღებული დაჯგუფებები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მართმადიდებელ მშობელთა კავშირი დიდი ხანია ჯიუტად, მაგრამ უშედეგოდ მოითხოვს ზნეობრივი ნორმების დაცვას ქართულ მედია სივრცეში ამერიკის შეერთებულ შტატების მსგავსად, სადაც კანონი არეგულირებს უხამსი ტექსტისა და პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეო მასალის ტრანსლირებას. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხმა აღიმაღლა ილიას უნივერსიტეტში უნიჭო პორნოგრაფიული ნაწარმოების პროპაგანდის წინააღმდეგ და დღეს აღნიშნული პიროვნება თავის თანამოაზრე ახალგაზრდა ქრისტიანებთან ერთად სასჯელს იხდის ტელეკომპანია კავკასიის ეთერში მოწყობილი პროვოკაციის გამო.

სხვათაშორის, ახლახანს ამ პროვოკაციის ერთ-ერთი მონაწილე ქრისტიანული ეკლესიის, საპაქტრიარქოს და წმინდა სინოდის წინააღმდეგ დაწერილი ანონიმური პასკვილის გამხმოვანებლად მოგვევლინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. ამ გადაცემის მსვლელობისას აშკარა გახდა, რომ წამყვანი და მოწვეული სტუმარი სრულიად იზიარებენ ანონიმი ავტორის მოსაზრებებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და წმინდა სინოდის წევრთა შესახებ.

ანონიმური წერილის პროპაგანდისტებმა უმძიმესი ბრალდებები წაუყენეს საქართველოს ეკლესიის წინამძღვრებს. პირადად კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე დაადანაშაულეს ნეპოტიზმში - საკუთარი ძმისშვილისთვის დაუმსახურებელი მფარველობის აღმოჩენაში. მღვდელმთავრებს ბრალი დადეს ანგარებაში, თითქოს საეპისკოპოსოების რაოდენობის მოსალოდნელი გაზრდა მათ პირადი გამორჩენის მიზნისთვის სჭირდებათ. და ბოლოს ზოგიერთი სასულიერი მოღვაწე დაადანაშაულეს სამშობლოს ღალატში, თითქოს ომის დროს საქართველოს თავს დატეხილი რუსული რაკეტები მათ ღვთის წყალობად მიაჩნიათ.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წინააღმდეგ წარსულშიც არაერთი ბრალდება გვსმენია, დაწყებული სუკის აგენტობით, დამთავრებული რელიგიურ ფუნდამენტალიზმში დადანაშაულებით. მაგრამ თუ ეს ბრალდებები აქამდე ინტერნეტის საშუალებით ვრცელდებოდა ფეისბუქზე, ვინმე მამა ბუასილის მეცადინეობით, დღეს „ბუასილისტები“ მთელი საქართველოს მასშტაბით გადიან ეთერში. სამწუხაროდ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ამას აბსოლუტურად გულგრილად უყურებს. დღეს ქართველ ფარისეველთა მთელი არმია, მართმადიდებლობას რომ იჩემებს და სუფრაზე კათოლიკოს პატრიარქის სადღეგრძელოთი იწყებს ღრეობას, მხართეძოზე წამოწოლილი შესცქერის ათასი ჯურის „ბუასილისტის“ პარპაშს, 24 საათის განმავლობაში პრესით და ტელევიზიით ბინძურ ცილისწამებებს რომ ავრცელებენ იმავე პატრიარქის წინააღმდეგ.

ამასთან დაკავშირებით უწმინდესის მიერ გამოხატულ აღშფოთებას გადაცემის ავტორმა გაუგონარი ცინიზმით უპასუხა, რომ თურმე მან ეს გადაცემა საპატრიარქოს წინააღმდეგ კი არა, საპატრიარქოს შესახებ გააკეთა. ქართველი ხალხის წიაღში წარმოშობილი ვითომდა რელიგიათმცოდნეების წინააღმდეგ ლაპარაკით რომ არ გადაგღალოთ, აი რას ამბობს მათ შესახებ წმინდა წერილი: “და თქვა იესომ: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ. ეს რომ გაიგონეს მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს მას: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო და ცოდვაც თანა გაქვთ.“

- მიხა გეგეშიძე 2010 წ.

3.7/5ხმა
სტატისტიკა:
თანრიგიპროცენტიხმა
567%2
40%0
30%0
20%0
133%1
გავრცელება/გაზიარებაგავრცელება/გაზიარება