მომხ. სახელი:

პაროლი:

დაკარგეთ პაროლი? / დახმარება

წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი

1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დასდეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისთვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა. ვრცლად..

ჩვენი პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი _ სოფელ სნოდან, დედა _ ნატალია იოსების ასული კობაიძე კი _ სოფელ სიონიდან. ვრცლად..

ჩვენი მეუფე

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, ერისკაცობაში ლაშა ინწკირველი დაიბადა 1981 წლის 22 ივნისს ოზურგეთის რაიონში. 1996 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა- კურთხევით მან ჩააბარა ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში. სტუდენტობის პერიოდში ის დაინტერესტდა მონასტრული ცხოვრებით და მორჩილებას გადიოდა მახერას მამათა მონასტერში, კვიპროსზე. ვრცლად..

ერთად ავაგოთ ტაძარი

ქრისტესმიერნო ძმანო და დანო, ყოველთვიურად მცირედი შესაწირით დახმარება შესაძლებელია წმ.თამარის ეკლესიაში მსახურებების დროს (თითქმის ყოველ პარასკევ საღამოს და შაბათ დილას). თუ მოსვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემოწირულობები ჩეკების სახით მისამართზე: ვრცლად..

ტაძრები და მონასტრები

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა. ისტორიული წყაროები გვაუწყებს რომ ანდრია პირველწოდებული რომელიც საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად მოიხსენიება, თავისი მისიონერული მოგზაურობებისას სამჯერ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ვრცლად..

ქართული საეკლესიო საგალობლები

ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში (საბაწმიდის მონასტერში, სინას მთაზე, ტაო-კლარჯეთში, ათონის მთაზე და ა.შ.). წმიდა საბა განწმედილის (+532წ.) ანდერძის თანახმად, ქართველები VI საუკუნის დასაწყისში წირვა-ლოცვას (ცხადია, გალობითურთ) მშობლიურ ენაზე ასრულებდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქართული ეკლესიის წიაღში წინაპართა სულიერი ვრცლად..

საქველმოქმედო ფესტივალი 2011

ამა წლის 30 ოქტომბერს წმ.თამარის სახელობის ეკლესია აწყობს საქველმოქმედო ფესტივალს. ღონისძიება ჩატარდება წმ.გიორგის ბერძნულ ეკლესიაში ( 7701 Bradley Boulevard, Bethesda, Maryland 20817 ), დასაწყისი დღის 3 საათი. ვრცლად..

„მოწყალედ გვექმენ ქართველთა ჩვენო ლამაზო დედაო“

ახალი ამბებიდა სხვა საინტერესო საეკლესიო თემები

გვერდი:12...151617