მომხ. სახელი:

პაროლი:

დაკარგეთ პაროლი? / დახმარება

წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი

1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დასდეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისთვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა. ვრცლად..

ჩვენი პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი _ სოფელ სნოდან, დედა _ ნატალია იოსების ასული კობაიძე კი _ სოფელ სიონიდან. ვრცლად..

ჩვენი მეუფე

წარმომავლობით შიოლაშვილები ხევის ერთ-ერთ პატარა და ლამაზ სოფელ სნოდან არიან. სოფლის სახელი ვაჟკაცობით გამორჩეული პიროვნების სახელთანაა დაკავშირებული, რომელსაც ხალხური გადმოცემის მიხედვით სახელად სნო ერქვა და ვახტანგ გორგასლის ნათლული ყოფილა. თავად გვარი შიოლაშვილი, შიოლა ღუდუშაურიდან მოდის, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. ვრცლად..

ერთად ავაგოთ ტაძარი

ქრისტესმიერნო ძმანო და დანო, ყოველთვიურად მცირედი შესაწირით დახმარება შესაძლებელია წმ.თამარის ეკლესიაში მსახურებების დროს (თითქმის ყოველ პარასკევ საღამოს და შაბათ დილას). თუ მოსვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემოწირულობები ჩეკების სახით მისამართზე: ვრცლად..

ქართული სკოლა

ქართული საკვირაო სკოლის პროგრამა ეფუძნება თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. გათვალისწინებული იქნება ბავშვის ქართული ენის ცოდნის დონე და მისი ასაკობრივი თავისებურებები. თითოეული მეცადინეობა იქნება ინტეგრირებული და ინტერაქტიული. ვრცლად..

ტაძრები და მონასტრები

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა. ისტორიული წყაროები გვაუწყებს რომ ანდრია პირველწოდებული რომელიც საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად მოიხსენიება, თავისი მისიონერული მოგზაურობებისას სამჯერ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ვრცლად..

ქართული საეკლესიო საგალობლები

ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში (საბაწმიდის მონასტერში, სინას მთაზე, ტაო-კლარჯეთში, ათონის მთაზე და ა.შ.). წმიდა საბა განწმედილის (+532წ.) ანდერძის თანახმად, ქართველები VI საუკუნის დასაწყისში წირვა-ლოცვას (ცხადია, გალობითურთ) მშობლიურ ენაზე ასრულებდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქართული ეკლესიის წიაღში წინაპართა სულიერი ვრცლად..

საქველმოქმედო ფესტივალი 2011

ამა წლის 30 ოქტომბერს წმ.თამარის სახელობის ეკლესია აწყობს საქველმოქმედო ფესტივალს. ღონისძიება ჩატარდება წმ.გიორგის ბერძნულ ეკლესიაში ( 7701 Bradley Boulevard, Bethesda, Maryland 20817 ), დასაწყისი დღის 3 საათი. ვრცლად..

„მოწყალედ გვექმენ ქართველთა ჩვენო ლამაზო დედაო“

ახალი ამბებიდა სხვა საინტერესო საეკლესიო თემები

0

ღირსი იოსებ ხუცესი

ღირსი იოსებ ხუცესი

მიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად.

მოხევეები - „კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი“, ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით, იქაური ეკლესია-მონასტრები გვაცვიფრებენ თავიანთი სილამაზითა და მოუწვდომლობით. იქ თითქოს საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესიებს ისეთ ადგილებში, სადაც მისვლაც კი უკვე აღმსარებლობას უტოლდებოდა.

ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შევერცხლილი“ მყინვარი, რომლის კალთებზე არის აშენებული სამების მონასტერი, „შუენიერ ნაშენი შუენიერს ადგილას“, სადაც ერთ დროს წმიდა ნინოს ჯვარი ინახებოდა.

ვრცლად.. 
0

ღირსი გიორგი ჭყონდიდელი

ღირსი გიორგი ჭყონდიდელი

ირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო.

მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების“. მეუფე გიორგი იყო „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი“.

1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმიდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი“.

ვრცლად.. 

0

მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი

მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი

მიდა დოსითეოზ თბილელი მოწამეობრივად აღესრულა 1795 წლის 12 (25) სექტემბერს.

საქართველო თავისი გეო-პოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდამ მტერთა აგრესიას განიცდიდა.

1795 წელს ირანელები ოცდათხუთმეტათასიანი ჯარით კვლავ საქართველოსკენ გამოემართნენ საბრძოლველად. მეფე ერეკლე „ფრიად მწუხარე სიმცირისათვის სპათასა“, თვითონ ჩაუდგა ლაშქარს სათავეში, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მეფემ ასორმოცდაათკაციანი ამალით, რომელშიც თითქმის ყველა დაჭრილი იყო, ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. სამშვიდობოს გასულმა იხილა, თუ როგორ თელავდნენ სამშობლოსათვის თავდადებულთა გვამებს და როგორ შედიოდნენ დედაქალაქში ურჯულოები. მან უკან შემოაბრუნა ცხენი, უნდოდა შეკვდომოდა მტერს, მაგრამ აღარ გაუშვეს, ძალით გაიყვანეს გაღმა. ხიდზე გასულმა მეფემ წმიდა აბოს შეავედრა საქართველო. 11 სექტემბერს, ღამით, მთელი თბილისი ცეცხლის ალში გაეხვია, ძარცვავდნენ და კლავდნენ მოსახლეობას, ცეცხლს მისცეს წიგნსაცავები, დაარბიეს სტამბა, გაძარცვეს ეკლესიები, გაიძარცვა მეფე ერეკლეს სასახლეც. ურჯულოები განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდნენ სასულიერო პირებს, თავებს ჭრიდნენ და მტკვარში ყრიდნენ მათ წმიდა სხეულებს.

ვრცლად.. 
0

ღვთისმშობლობა

ღვთისმშობლობა

ობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა. ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).

ვრცლად.. 
7

ჩვენი სამშობლო

ჩვენი სამშობლო

ა არის სამშობლო?

ალბათ ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს გაუჩნდება ეს კითხვა. რა არის ეს? ნუთუ მშვენიერი ბუნება, ცისფერი ცა, გაშლილი ველ-მინდვრები, ცადაზიდული თოვლით დაფარული მთები, მოჩუხჩუხე ნაკადულები და ანკარა წყაროები? რა არის ის იდუმალი და ამოუცნობი, რაც მხოლოდ განცდაში გეძლევა, რაც უჩინარია და გულის თვალით აღიქმება და შეიგრძნობა, რაც იცი, რომ შენია, შენი მამა-პაპებისა და იმათი წინაპრების ნაფერებ-ნალოლიავებია? გქონია მონატრება, როცა თვალს დახუჭავ და ოცნებით ნაცნობ ადგილებში გაინავარდებ?_ ეს სამშობლოს მონატრებაა. გქონია სიხარული, როცა გული საგულედან ამოვარდნას ლამობს და შენთვის ყველაფერი ძვირფასი და მშვენიერია, თუნდაც უმნიშვნელო კენჭი? _ ეს სამშობლოსთან მიახლებაა. განგიცდია სიყვარული, როცა ყველაფერი და ყველა გინდა გულში ჩაიკრა, ნაცნობი თუ უცნობი და ვრცლად.. 

0

წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი

წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი

მიდა შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა.

იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა, როგორც კი ქართლში დავბრუნდები, ჩემს ცოლსა და შვილებსაც ჩემს რჯულს მივაღებინებო.

ქართლსმოახლოებულმა ვარსქენმა მოციქულები გაგზავნა საპიტიახშო ქალაქ ცურტავში, რათა ქვეშევრდომები შესაფერი პატივით მიგეგებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ პიტიახშს.

ვრცლად.. 
გვერდი:12345678...1516