მომხ. სახელი:

პაროლი:

დაკარგეთ პაროლი? / დახმარება

წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი

1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დასდეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისთვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა. ვრცლად..

ჩვენი პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი _ სოფელ სნოდან, დედა _ ნატალია იოსების ასული კობაიძე კი _ სოფელ სიონიდან. ვრცლად..

ჩვენი მეუფე

წარმომავლობით შიოლაშვილები ხევის ერთ-ერთ პატარა და ლამაზ სოფელ სნოდან არიან. სოფლის სახელი ვაჟკაცობით გამორჩეული პიროვნების სახელთანაა დაკავშირებული, რომელსაც ხალხური გადმოცემის მიხედვით სახელად სნო ერქვა და ვახტანგ გორგასლის ნათლული ყოფილა. თავად გვარი შიოლაშვილი, შიოლა ღუდუშაურიდან მოდის, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. ვრცლად..

ერთად ავაგოთ ტაძარი

ქრისტესმიერნო ძმანო და დანო, ყოველთვიურად მცირედი შესაწირით დახმარება შესაძლებელია წმ.თამარის ეკლესიაში მსახურებების დროს (თითქმის ყოველ პარასკევ საღამოს და შაბათ დილას). თუ მოსვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემოწირულობები ჩეკების სახით მისამართზე: ვრცლად..

ქართული სკოლა

ქართული საკვირაო სკოლის პროგრამა ეფუძნება თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. გათვალისწინებული იქნება ბავშვის ქართული ენის ცოდნის დონე და მისი ასაკობრივი თავისებურებები. თითოეული მეცადინეობა იქნება ინტეგრირებული და ინტერაქტიული. ვრცლად..

ტაძრები და მონასტრები

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა. ისტორიული წყაროები გვაუწყებს რომ ანდრია პირველწოდებული რომელიც საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად მოიხსენიება, თავისი მისიონერული მოგზაურობებისას სამჯერ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ვრცლად..

ქართული საეკლესიო საგალობლები

ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში (საბაწმიდის მონასტერში, სინას მთაზე, ტაო-კლარჯეთში, ათონის მთაზე და ა.შ.). წმიდა საბა განწმედილის (+532წ.) ანდერძის თანახმად, ქართველები VI საუკუნის დასაწყისში წირვა-ლოცვას (ცხადია, გალობითურთ) მშობლიურ ენაზე ასრულებდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქართული ეკლესიის წიაღში წინაპართა სულიერი ვრცლად..

საქველმოქმედო ფესტივალი 2011

ამა წლის 30 ოქტომბერს წმ.თამარის სახელობის ეკლესია აწყობს საქველმოქმედო ფესტივალს. ღონისძიება ჩატარდება წმ.გიორგის ბერძნულ ეკლესიაში ( 7701 Bradley Boulevard, Bethesda, Maryland 20817 ), დასაწყისი დღის 3 საათი. ვრცლად..

„მოწყალედ გვექმენ ქართველთა ჩვენო ლამაზო დედაო“

ახალი ამბებიდა სხვა საინტერესო საეკლესიო თემები

0

წმიდა ნინოს შემოსვლა საქართველოში

წმიდა ნინო

ვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ IV ს-ის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო.

ყოვლადწმიდა ქალწულის მინიშნებით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა.

ვრცლად.. 
0

წმიდა დავითი და ტარიჭანი

მიდა დავითი და ტარიჭანი ერისთავთა ცნობილი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. ქართველ მეფეთა კარზე დაახლოებული და დანათესავებული მათი მშობლები ვარდანი და თაგინე ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ ვაჟიშვილებს. ვარდან ერისთავი დავითისა და ტარიჭანის სიყრმეში გარდაიცვალა. მისი მამული მძლავრებით მიიტაცა თაგინეს წარმართმა ძმამ, თევდოსიმ, თან გადაწყვიტა წმიდა ოჯახი უსჯულოებისაკენ მიედრიკა: „დაუტევეთ შჯული ეგე ჯუარცმულისაჲ და იპყარით შჯული ჩემი შენ და შვილთა შენთა და გავზარდნე ყრმანი ეგე შვილად ჩემდა და მე გავზარდნე იგინი შუებითა და სიხარულითა დიდითა“. თაგინე მტკიცედ აღუდგა წინ ვრცლად.. 
0

ღირსი ექვთიმე ათონელი

ღირსი ექვთიმე ათონელი

ირსი ექვთიმე მთაწმინდელი დაიბადა X საუკუნის სამოციან წლებში. საოცრად და განსაკუთრებულად დაიწყო წმიდანის ცხოვრება: მამამისი წმიდა იოანე მთაწმინდელი ერისკაცობაში საქართველოს მეფის დავით კურაპალატის მხედართმთავარი იყო. წმიდა იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება, რადგან ჰქონდა „ცეცხლი იგი ქრისტეს სიყვარულისაჲ გულსა მისსა მძაფრად აღტყინებული“; ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა და იქ მოღვაწე მამებისაგან მიიღო მონაზვნობის კურთხევა.

ვრცლად.. 
0

ნუ განიკითხავ

ი უკვე გავიდა დიდი მარხვის პირველი კვირა. ალბათ უკვე იგრძენით ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. ალბათ ბევრი ისეთი რამაც ხდება, ადრე რომ არ შეგიმჩნევიათ. ამიტომ დღეს მინდა ცოტა რამ გითხრათ იმის შესახებ, თუ რა ხდება მარხვისას ადამიანის ცხოვრებაში.

ადამიანი მარხვას რომ შეუდგება, ბევრ წინააღმდეგობებს აწყდება: ეჩხუბებიან, ზოგი სულ ტყუილად აუხირდება, მაინცდამაინც მაშინ გამოუჩნდება ისეთი კერძები, რომლებსაც მანამდე შეიძლება ნატრობდა კიდეც.

ვრცლად.. 
0

ღირსი შიო მღვიმელი

ღირსი შიო მღვიმელი

ირსი შიო მღვიმელი (VI), ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის, იოანეს ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად.

ვრცლად.. 
0

იოანე ზედაზნელი და თორმეტი მოწაფე

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე

ირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.

ვრცლად.. 
გვერდი:12345678910111213141516